English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ ნატალია ძიძიგური ნიკო ჩიხლაძე
კორონომიკის გამოწვევები საქართველოში: ქალაქის კონტექსტი

10.36172/EKONOMISTI.2021.XVII.02.Dzidziguri.Chikhladze

ვრცელი რეზიუმე 

      კორონომიკის პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ერთობლივ ძალისხმევას, სოლიდარობას და კომპეტენციათა გადანაწილებას.

     აშკარაა, რომ გლობალიზაციას ალტერნატივა არ გააჩნია და ვერცერთი ცალკე აღებული ქვეყანა ვერ გაუმკლავდება მსოფლიოს  წინაშე არსებულ  COVID-19 პანდემიას.

     საქართველოში თვითმმართველმა ქალაქებმა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, შეზღუდული რესურსების და COVID-19 პანდემიით გამოწვეული რთულ პირობებში განახორციელენ რიგი ღონისძიებები.

      ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტიდან გადასახდელების კუთხით პანდემიის პერიოდში გამოთავისუფლებული იქნა ადმინისტრაციული, კულტურული, სპორტული და სხვა მსგავსი ტიპის ხარჯები,  მუნიციპალიტეტის მიერ დაწესდა შეღავთების ნუსხა, შეიქმნა საკარანტინე სივრცეები, აჭარის 2020 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში განხორციელდა სხვადასხვა პროგრამები კორონავირუსის გავცელების პრევენციისა და პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევის  მიზნით და ა.შ.

    მნიშვნელოვანია პანდემიის დაძლევა, როგორც ვაქცინაციის პროცესის წარმატებით ჩატარება, ისე პანდემიის მართვის პარალელურად  საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღება, რათა ინვესტორებს ადგილზე შევთავაზოთ სათანადო პირობები.

    ვფიქრობთ, თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების რეალიზება, რომელიც გააჩნია საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებთან (განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებთან და ჩინეთთან), ხელს შეუწყობს  პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ქვეყნის შემდგომ განვითარებას.

     საკმაოდ პერსპექტიულია ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და განსაკუთრებით მიმზიდველია იმპორტ ჩამნაცვლებელი პროდუქციის წარმოება,  საჭიროა ქალაქის ეკონომიკური პროფილის დივერსიფიკაცია და გაძლიერება, რათა არ ვიყოთ მხოლოდ ერთ მიმართულებაზე დამოკიდებული (მაგ.ტურიზმი და მომსახურების სფერო).    

     შესაძლებლად მიგვაჩნია შეიქმნას რეფორმების ერთიანი ცენტრი, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა სამინისტროების როგორც საჭიროებებს, ისე შესაძლებლობებს, რათა კოორდინირებულად შემოგვთავაზონ გამოწვევათა დაძლევის გრძელვადიანი გეგმა.

    განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ახალგაზრდებს და ნაკლებად კვალიფიციურ ადამიანებს, რათა მათ პერსპექტივაში თავიდან აიცილონ  უმუშევრად დარჩენის საშიშროება. ამისათვის მთავრობამ უნდა გაუწიოს დახმარება ბიზნეს სექტორს სამუშაო ადგილებისა და ბიზნესის შენარჩუნებისათვის.     

     ნათელია, რომ კრიზისმა გააძლიერა სახელმწიფოს როლი და ის რჩება მოსახლეობის უკანასკნელ იმედათ რთულ სიტუაციაში, რადგან მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია წინ აღუდგეს კრიზისს, მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით.